ახალი ამბები
საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივოა - ბათუ ქუთელია
FaceBook
"მთავარი ფასეულობები ჩვენთვის ის ფასეულობებია, რომელიც აქვს ევროპულ დემოკრატიულ ოჯახს"


ჰიბრიდული ომის მზარდი შემოტევა რუსეთის მხრიდან, ნატოს როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომელზედაც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) შეხვედრა ჩაატარა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ შეხედრაზე იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესში ხვდება. მისი თქმით, რაც უფრო დავუახლოვდებით მიზანს, მით უფრო გაიზრდება ზეწოლა არადაინტერესებული ძალების მხრიდან.

"საქართველოს ევროპული არჩევანია არის უალტერნატივო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და უსაფრთხოებას დააყენებს შეუქცევად პროცესად. ამისთვის კი აუცილებელია ეროვნული კონსესუსის მიღწევა ფუნდამენტურ საკითხებზე. მთავარი ფასეულობები ჩვენთვის ის ფასეულობებია, რომელიც აქვს ევროპულ დემოკრატიულ ოჯახს," -აცხადებს ექსპერტი, ბათუ ქუთელია.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ევგენიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში არქაული მიზანი არ არის.

"მთელი ამ წლების განმავლობაში დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიდან და ამერიკის შერთებული შტატებიდან მიღებული მხარდაჭერა იმისთვის იყო ორიენტირებული, რომ ქვეყანას განეხორციელებინა რეფორმები, იქნებოდა ეს პოლიციის, სერვისების, უსაფრთხოების თუ სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის ის შედეგები, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხილულად შეუძლია აღიქვას," - აცხადებს ნინო ევგენიძე.

მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორე წელია ხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.