ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.
საინფორმაციო დაფაზე მითითებული
ინფორმაციით, მშენებლობის დამკვეთი შპს „პრემიუმ
ქონსტრაქშენია", ხოლო სამუშაოების დასრულების
სავარაუდო ვადად 2029 წელი განსაზღვრული.
ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული
სასტუმროს შენობა აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ
2022 წლის ივნისში გაიტანა.
ტერიტორია შპს „პრემიუმ ქონსტრაქშენმა“ 2 მილიონ 155 000 ლარად
შეიძინა.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.




მასალის გამოყენების პირობები