საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
გამოძიების ინფორმაციით, „ახალის“ სამტრედიის ორგანიზაციის ოფისის გახსნისას სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა ნიკანორ მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საპასუხოდ კი მელიას თანმხლებმა პირებმა, გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ, ნიკოლეიშვილზე იძალადეს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების
მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები