ახალი ამბები
2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა
FaceBook

18 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან — ომიდან, რომელმაც არაერთი სიცოცხლე შეიწირა, ოჯახები დაანგრია და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლიდან წასვლა აიძულა.


 

რუსეთ-საქართველოს ომს ქუთაისიდან 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


ლევან კოხრეიძე, დავით ავალიანი, დიმიტრი ჯაილოვი, გივი სახელაშვილი, თამაზ ნიკიტინი, ირაკლი ჯანელიძე, მარლენ ბარამია, შიო სახელაშვილი, ფელექს კაკურიძე და გიგა გოგორიშვილი — ეს ის ადამიანები არიან, რომელთა სიცოცხლეც 2008 წლის აგვისტოს ომმა იმსხვერპლა.

აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომლისა და 224 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ ჯამში 2 232 შეადგინა, მათ შორის 1 045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა 150 ათასი ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 30 ათასი დღემდე დევნილობაში ცხოვრობს.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.