ახალი ამბები
რვა წლის წინ გაცემული დაპირება და დღემდე დაუწყებელი პროექტი — გიორგი ჭიღვარიამ „ქუთაისიპოსტის“ კითხვებს არ უპასუხა
FaceBook
2018 წელს,  ქუთაისის მაშინდელმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ რიონისპირა ისტორიული სახლების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დააანონსა.
მაშინ  საზოგადოებას დაჰპირდა , რომ რეაბილიტაცია ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ სივრცეს სრულიად ახალ იერს შესძენდა.

,,ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე, აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის“, – ამბობდა  2018 წელს გიორგი ჭიღვარია. 

დღეს გიორგი ჭიღვარია უკვე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეა. 

დაპირებიდან 8 წელი გავიდა, ხოლო პროექტი არც კი დაწყებულა.

სწორედ ამიტომ, „ქუთაისიპოსტმა“ მას ოფიციალური კითხვებით მიმართა და სთხოვა განემარტა, რატომ ვერ შესრულდა 2018 წელს გაცემული დაპირება და  რა პასუხისმგებლობას გრძნობს იმ მოლოდინის გამო, რომელიც მაშინ ქუთაისელებს შეუქმნა.

ასევე დავინტერესდით, რა ნაბიჯებს დგამს დღეს, უკვე საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის  რეაბილიტაციის  დასაწყებად, არსებობს თუ არა კონკრეტული ვადა, როდის დაიწყება პროექტი და რატომ უნდა ენდოს საზოგადოება ახალ დაპირებებს, როდესაც რვა წლის წინ გაკეთებული განცხადება დღემდე შეუსრულებელია.

თუმცა , 8 დღის წინ გაგზავნილ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვღია.

„ქუთაისიპოსტი“ მზად არის, გიორგი ჭიღვარიას პოზიცია ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს, თუ ის აღნიშნულ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი წლებია განხილვის საგანია.
13:31 / 09.07.2026
ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის საკითხი წლებია განხილვის საგანია.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მიმდებარედ და ქუთაისი–წყალტუბოს
ავტომაგისტრალის გზისპირზე არსებული ნაგავსაყრელების პრობლემასთან
დაკავშირებით „ქუთაისიპოსტმა“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციას კითხვით მიმართ, რა ღონისძიებები ტარდება და რას
გეგმავს უწყება პრობლემის მოსაგვარებლად.
10:39 / 09.07.2026
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მიმდებარედ და ქუთაისი–წყალტუბოს ავტომაგისტრალის გზისპირზე არსებული ნაგავსაყრელების პრობლემასთან დაკავშირებით „ქუთაისიპოსტმა“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კითხვით მიმართ, რა ღონისძიებები ტარდება და რას გეგმავს უწყება პრობლემის მოსაგვარებლად.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.