ახალი ამბები
ქუთაისის მერია 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 14 მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ 14 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 388 044 ლარს შეადგენს.

ტენდერი M2 კატეგორიის, ქარხნული წარმოების მიკროავტობუსების შეძენას ითვალისწინებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ობიექტი 14 ერთეული ახალი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლებიც არაუადრეს 2025 წლის გამოშვების უნდა იყოს.

დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა მიკროავტობუსი ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის უნდა იყოს, მარცხენასაჭიანი და ექსპლუატაციაში არმყოფი. მათი მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ტენდერის პირობებით, მიმწოდებელმა სატრანსპორტო საშუალებებზე არანაკლებ 36-თვიანი ან 200 000 კილომეტრიანი გარანტია უნდა უზრუნველყოს. 

ტენდერი 24 ივნისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტმა ტენდერი მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიისთვის მიკროავტობუსების შესაძენად გამოაცხადა. 

"ახალი მიკროავტობუსების ნაწილი იმოძრავებს ისეთ უბნებში, სადაც ამ ეტაპამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის", - განმარტავენ მერიაში. ხალი მიკროავტობუსების ნაწილი იმოძრავებს ისეთ უბნებში, სადაც ამ ეტაპამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო
200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ
ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და
სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
16:29 / 22.06.2026

საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების
ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე
კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე
ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
13:00 / 22.06.2026

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.