ახალი ამბები
" ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს"
FaceBook
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტების უმრავლესობა დასკვნით ეტაპზეა და სამუშაოები ეტაპობრივად სრულდება. მერიის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება უწყვეტად გაგრძელდება და ის ქალაქში არსებულ ყველა სკვერს მოიცავს.

"ქუთაისის მერია ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს, პროექტების უმრავლესობა დასკვნით ეტაპზეა. რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება უწყვეტად გაგრძელდება და ქალაქში არსებულ ყველა სკვერს მოიცავს.

რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ სკვერს, 2020 წელს რეაბილიტირდა. ასევე, ადგილზე ახლახანს განახლდა ძელსკამები და ურნები, დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს სკვერის ღობე, რისი აღდგენასაც შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს", - განგვიმარტეს მერიაში. 

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერში არსებული ატრაქციონების ნაწილი  მოშლილია, ტერიტორიაზე გაუთიბავია, ასევე, დაზიანებულია რკინის შესასვლელი კონსტრუქციები, ხოლო სკვერში არსებულ სოკო-შადრევანში წყალი აღარ მოდის.

ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.