საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული
ღონისძიებების გამო, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის
გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
24 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, სადღესასწაულო ღონისძიებების
მოსამზადებელი სამუშაოების გამო, დროებით გადაიკეტება: გელათის
ქუჩა,მარი ბროსეს ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ცენტრალური მოედანი.
შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შეცვლილი
მარშრუტებით:
1L- აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად გურამ ფანჯიკიძის ქუჩით გაივლის
აკაკი წერეთლის ქუჩას, დავით აღმაშენებლის გამზირს, გალაკტიონ ტაბიძის
ქუჩას, წითელ ხიდს და შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
N3- აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, გურამ
ფანჯიკიძის ქუჩით გაივლის აკაკი წერეთლის ქუჩას,
შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
N4 - იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, აკაკი
წერეთლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა,
წითელი ხიდი, შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
N5 - იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, აკაკი
წერეთლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა,
წითელი ხიდი, შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
N6 - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს
ქუჩით.
N10 - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად იმოძრავებს წითელი ხიდიდან.
N19 - იმოძრავებს აკაკი წერეთლის, მანდარიას, თამარ მეფის, სოლომონ
პირველის ქუჩების გავლით საფიჩხიის ცენტრისკენ.
უკან დაბრუნდება სოლომონ პირველის, 26 მაისის, მერაბ კოსტავას, მარი
ბროსეს, ვარლამიშვილის ქუჩებისა და რუსთაველის გამზირის გავლით,
შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
N20 - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებს
წითელი ხიდიდან.
N41 - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად ჩაუხვევს
გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
N141 (მიკროავტობუსი) - აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩის
ნაცვლად გაივლის მარი ბროსეს, გელათის, 26 მაისის ქუჩებს და შემდეგ -
ჩვეული სვლაგეზით.
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქალაქში 26 მაისს,
ნახეთ პროგარმა.
მასალის გამოყენების პირობები