ახალი ამბები
14 მილიონამდე ღირებულების რეკონსტრუქცია და მუშაობის დროს შეცვლილი პროექტი — რა ხდება ჭიათურის თეატრში?
FaceBook

ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციაზე 13 660 231 ლარი იხარჯება, თუმცა პროექტი უკვე ორი წელია გრძელდება და სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მიზეზად პროექტში შეტანილი დამატებითი ცვლილებები სახელდება.


რეაბილიტაციას კომპანია „ბილდკინგსი“ ახოროციელებს. კომპანიამ სამუშაოები 2024 წლის აპრილში დაიწყო და  უკვე დასრულებული უნდა იყოს.

კომპანიის წარმომადგენლის, რამაზ კასრაძის განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესში დამატებითი საპროექტო სამუშაოების საჭიროება გამოიკვეთა, რის გამოც სამუშაოების ნაწილი ახლა პროექტირების ეტაპზეა.



„დამატებითი პროექტირება გახდა საჭირო, რის გამოც ახლა პროექტირების ეტაპი მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ გაგრძელდება სამუშაოების შემდეგი ეტაპი. ამ დროისთვის, დარბაზის გარდა, სამუშაოების 95 პროცენტზე მეტი დასრულებულია. საუბარია ჭერის  თავიდან პროექტირებაზე“, — ამბობს  რამაზ კასრაძე.

მისი თქმით, სამუშაოების დასრულების ვადად  მიმდინარე წლის ბოლო განისაზღვრა. 


ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს: სახურავის გამაგრების სამუშაოებს, შენობისგან წყლის გადაყვანის სამუშაოებს, მათ შორის შენობის უკანა კედლის ჰიდროიზოლაციას, საქვაბისა და სარეპეტიციო შენობის აშენებას,შენობის ფასადების რეაბილიტაციას, კედლების, ჭერების, იატაკების, კარ-ფანჯრების მოწყობა-რეაბილიტაციას, საფეხურების და მოზაიკის იატაკების აღდგენას, ვიტრაჟების რეაბილიტაციას,აკუსტიკურ სამუშაოებს, საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოებს,დარბაზის ჭერის, კედლების ორნამენტებისა და მხატვრობის რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს და აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი.

პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია საქართველოში. მისი მშენებლობა 1945 წელს დაიწყო და 1949 წელს დასრულდა.

თეატრში კაპიტალური რემონტი გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის №36 საჯარო სკოლის დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომელმაც ამავე სკოლის პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურიდან
გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მისი სამსახურში აღდგენა დაადგინა.
08:29 / 03.07.2026
ქუთაისის №36 საჯარო სკოლის დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ამავე სკოლის პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მისი სამსახურში აღდგენა დაადგინა.
ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაახლოებით 4 900 პირია
რეგისტრირებული.
09:08 / 02.07.2026
ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაახლოებით 4 900 პირია რეგისტრირებული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.