ახალი ამბები
17 მაისის მსვლელობის გამო ქუთაისის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ოჯახის სიწმინდის დღეთან დაკავშირებით 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე, მოძრაობა შეწყდება რუსთაველის გამზირზე- პირველი საჯარო სკოლიდან, დავით აღმაშენებლის მოედანზე, კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და ფალიაშვილის ქუჩაზე.

შესაბამისად, შეიცვლება ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის დადგენილი სვლაგეზები:

N1 მარჯვენა - რუსთაველის გამზირიდან შეუხვევს პირველ საჯარო სკოლასთან, გაივლის ცისფერყანწელთა ქუჩას და პუშკინის ქუჩის გავლით სვლას განაგრძობს წერეთლის გამზირზე.

N1 მარცხენა - თამარ მეფის გამზირიდან ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, წერეთლის გამზირის გავლით გადავა აღმაშენებლის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გავლით, წითელი ხიდიდან განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.

N3 - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, შემდეგ, კინო ''საქართველოს'' მიმდებარე ტერიტორიიდან განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N4 - ცისფერყანწელთა ქუჩის გავლით გადავა პუშკინის ქუჩაზე, შემდეგ წერეთლის გამზირზე, მანდარიას ქუჩიდან - თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით - აღმაშენებლის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე და წითელი ხიდიდან სვლას განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N5 - ცისფერყანწელთა ქუჩიდან გადავა პუშკინის ქუჩაზე, წერეთლის გამზირისა და მანდარიას ქუჩის გავლით - თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით - აღმაშენებლის გამზირზე და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, წითელი ხიდიდან კი, განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N6 - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩიდან, ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით და ლესელიძის ქუჩიდან განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N10 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდიდან.

N19 - რუსთაველის გამზირიდან შეუხვევს ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პუშკინის ქუჩით გადავა წერეთლის ქუჩაზე, მანდარიას ქუჩის გავლით- თამარ მეფის გამზირზე, სოლომონ მეორის ქუჩიდან იმოძრავებს საფიჩხიის ცენტრის მიმართულებით და განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.

N20 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდიდან.

N41 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩით და წერეთლის გამზირის გავლით განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.

N141 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს გელათის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან - საფიჩხიის მოედანზე და განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით. 

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიამ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა. 

ამ დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ტარდება მსვლელობები, ლოცვები და "ოჯახური ღირებულებებისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც გასულ წელს უნდა
დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.
13:40 / 15.05.2026
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა,  ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
10:16 / 12.05.2026

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა,  ამ დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.