ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრში 2025 წელს დასასრულებელი რეკონსტრუქცია ისევ გრძელდება
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე მყოფი  მუშების განმარტებით,  სრულად შეიცვალა მეორე სართულის საყრდენი კედელი, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული.

"ახალმა მინისტრმა (კულტურის მინისტრი)   პროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. შეიცვალა მეორე სართულზე საყრდენი კედელი. ისე მაყარად არის გაკეთებული, რომ 50 წელი არაფერი დასჭირდება", - ამბობს  ერთი-ერთი დასაქმებული. 



ოპერის ადმინისტრაციის განმარტებით, სამუშაოები წლის ბოლოსთვს უნდა დასრულდეს.

ოპერის თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, პროექტი 2025  წლის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო. 

პროექტი თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას ითვალისწინებს.

რეკონსტრუქციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2022 წელს მომზადდა, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი გამოყო.

აღნიშნული სამუშაო არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს „ჯორჯიან ჰაუსმა“ შეასრულა, ხოლო აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი ფინურმა კომპანია „აკუკონმა“ შეიმუშავა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ აწარმოებს.

პროექტის საერთო ღირებულება 21 მილიონ ლარს შეადგენს.

ქუთაისის ოპერის თეატრის შენობა ბოლოს 2010 წელს განახლდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.