ფაშიზმზე გამარჯვების დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
განსხვავებულ თარიღში აღინიშნება — ევროპის ქვეყნების უმეტესობა ამ
დღეს 8 მაისს აღნიშნავს, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილი, მათ
შორის საქართველო, 9 მაისს.
თარიღებს შორის განსხვავება დროის სარტყელსა და გერმანიის
კაპიტულაციის აქტის გაფორმების დროს უკავშირდება.
დღეს ეს თარიღი არა მხოლოდ გამარჯვების, არამედ ომის მსხვერპლთა
ხსოვნისა და მშვიდობის მნიშვნელობის შეხსენებადაც აღიქმება.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი სოციალური
დახმარების სახით 2 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის
წევრებს 1 000 ლარი გადაეცემათ.
ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე
ვეტერანებს დამატებით 1 500 ლარი გადაეცემათ.
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.




მასალის გამოყენების პირობები