ახალი ამბები
მაღაროელების საქმე სააპელაციოში — დაცვის მხარე განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  მაღაროელების სააპელაციო საქმის განხილვა დაიწყო. 
მშრომელების საქმის მოსამართლე ნიკლოზ მარგველაშვილია.

პირველი სხდომა  5 მაისს  გაიმართა, სადაც სხდომაზე მხარეთა ადვოკატებმა წარმოთქვეს შესავალი სიტყვები.

„მხოლოდ ორი მსჯავრდებულის ადვოკატებმა შევძელით შესავალი სიტყვის წარმოთქმა. სასამართლო პროცესი 16 ივნისს გაგრძელდება. ოთხივე მსჯავრდებულის ადვოკატები ვითხოვთ მათ უდანაშაულოდ ცნობას. იმედი გვაქვს მოსამართლე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, — ამბობს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი მარიამ პატარიძე.

საქმე ეხება 2025 წლის 29 აპრილს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ჭიათურელი მაღაროელები ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებით ისინი დამნაშავედ ცნო. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს — 4 წლითა და 3 თვით.


პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა, მათ შორის მერაბ სარალიძემ, თითქოსდა დააორგანიზეს ჯგუფური ძალადობა, გადაუკეტეს გზა შუქრუთის მაღაროს დირექტორის მანქანას და მოგვიანებით მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

დაცვის მხარე კი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება. მათი თქმით, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ გზა განზრახ იყო გადაკეტილი — ისინი აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობა ბუნებრივმა პირობებმა და მანქანების სიმრავლემ გამოიწვია.

ასევე დაცვის მხარის განმარტებით, მერაბ სარალიძეს არც გზის ჩახერგვაში და არც ინციდენტის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. მათი თქმით, დაზარალებულსაც თავდაპირველად არ დაუფიქსირებია, ვინ ახორციელებდა ძალადობას მის მიმართ.

საქმის განმხილველი მხარეები მიიჩნევენ, რომ განაჩენი არ ეყრდნობა საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებს და საქმე არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

ჭიათურაში პროტესტი კვლავ გრძელდება — ადგილზე პროტესტის მონაწილეები კარავში რჩებიან. 

ჭიათურის მაღაროელების პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა „ჯორჯიან მანგანეზში“ (და მის კონტრაქტორ კომპანიებში) სამუშაო პირობების გაუარესება, ხელფასების დაგვიანება/შემცირება და რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება გააპროტესტეს.

შემდგომში სიტუაცია გამწვავდა ასე:

  • მუშებმა დაიწყეს გაფიცვა და აქციები უკეთესი სამუშაო პირობებისა და სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნით;
  • პროცესში რამდენიმე მაღაროელი დააკავეს;
  • სწორედ ამ დაკავებებმა გააღრმავა კონფლიქტი და პროტესტი გადაიზარდა უფრო ფართო მოძრაობაში, რომელიც უკვე მოიცავს მოთხოვნას დაკავებულების გათავისუფლებაზეც;
  • ამის გაგრძელებაა ის აქცია, რაც პერიოდულად თბილისში, პროკურატურასთან იგეგმება.

მოკლედ: პროტესტი დაიწყო შრომითი პირობებისა და ანაზღაურების გამო, ხოლო შემდეგ გადაიზარდა დაკავებული მაღაროელების გათავისუფლების მოთხოვნაშიც.

ჭიათურელი მშრომელების პროტესტი ქრონოლოგია ნახეთ ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ვრცელი მასალაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია
თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.
13:46 / 06.05.2026
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.
ქუთაისის მერიამ
12:22 / 04.05.2026
ქუთაისის მერიამ "ორმაისობის" დღესასწაულის მუსიკალური ღონისძიებებისთვის 187 500 ლარი დახარჯა,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.