ახალი ამბები
ნატალია თურქაძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.

ქუთაისის 36-ე საჯარი სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის საქმეზე  ორი სხდომა ჩატრდა, სადაც მოწმის სახით, ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე გამოიკითხა. 

საქმე იმაშია, რომ კომიტეტის თავმჯდომარე თეონა კამლაძე არ დაეთანხმა დირექტორის გადაწყვეტილებას ნატალია თურქაძის გათავისუფლების შესახებ. რის გამოც,  დირექტორი მიუთითებდა, რომ ეს  იყო გათავისუფლებული მასწავლებლის მხრიდან ზეწოლის შედეგი, თუმცა ეს ბრალდება კომიტეტის თავმჯდომარემ სასამართლოში უარყო.

"თავიდანვე არ ეთანხმებოდა კომისტეტის თავმჯდომარე ჩემი სკოლიდან გათავსუფლებას", - ამბობს ნატალია თურქაძე. 

მისი თქმით,  მოსამართლემ  მართალი გადაწყვეტილეება უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს. 

ნატალია თუქრაძის  უფლებადამცველის, ვალერი თევდორაძის განცხადებით, მასწავლებელი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს.

36-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ ნატალია თურქაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

ბრძანება დირექტორმა 23 თებერვალს გამოსცა, რის შესახებაც პედაგოგმა მომდევნო დღეს, 24 თებერვალს, სკოლაში ყოფნისას შეიტყო.

სკოლიდან გათავისუფლებულ პედაგოგს კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები მხარდაჭერას უცხადებენ.


ამავე თემაზე:











Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ
12:22 / 04.05.2026
ქუთაისის მერიამ "ორმაისობის" დღესასწაულის მუსიკალური ღონისძიებებისთვის 187 500 ლარი დახარჯა,
3 მაისი, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა.
13:54 / 03.05.2026
3 მაისი, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.