ახალი ამბები
მერიამ "ორმაისობის" მუსიკალური ღონისძიებებისთვის 187 500 ლარი დახარჯა
FaceBook
ქუთაისის მერიამ "ორმაისობის" დღესასწაულის მუსიკალური ღონისძიებებისთვის 187 500 ლარი დახარჯა,
აღნიშნული თანხა რამდენიმე გამარტივებული შესყიდვის ფარგლებშია გაფორმებული და ყველა  მომსახურება სწორედ ამ წესით არის შეძენილი, ტენდერის ჩატარების გარეშე.

ანუ ეს ნიშნავს, რომ მომსახურებები შეიძინეს დაჩქარებული წესით,  ტენდერის გარეშე, სადაც კონკურენცია და არჩევის ხანგრძლივი პროცედურა ნაკლებად მოქმედებს.

საერთო თანხიდან  - 70 500 ლარი ცენტრალურ მოედანზე გამართულ გალაკონცერტს მოხმარდა, სადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ანსამბლები და შემსრულებლები, მათ შორის შვიდკაცა, ქართული ხმები, ნატო მეტონიძე და სალომე ბაკურაძე.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, 55 000 ლარი დაიხარჯა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიში გამართულ თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე.

58 500 ლარი მოხმარდა იმავე თეატრში გამართულ სოლო კონცერტს, რომელსაც მევიოლინე ვიტალი სამხარაძე საერთაშორისო მუსიკოსებთან ერთად მართავდა.

დამატებით, 3 000 ლარი გადაიხადა მერიამ დავით სირბილაძესთვის მუსიკალური პროგრამის ფარგლებში.

"ორმაისობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ქალაქში 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
3 მაისი, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა.
13:54 / 03.05.2026
3 მაისი, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისში მომხდარი განზრახ
მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.
20:24 / 02.05.2026
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.