ახალი ამბები
რატომ ძვირდება პროდუქცია — კომისიის პასუხი
FaceBook
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნით, ბაზრის მთავარი პრობლემა არა გადაჭარბებული მოგებაა, არამედ არაეფექტური საოპერაციო ხარჯები.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯები, რომლებიც საბოლოოდ პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის.

„ეს არის ბაზრის ძირითადი პრობლემა — ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოოდ აწვება პროდუქციის ფასს. აქ არსებობს მნიშვნელოვანი რესურსი, რომ სტრუქტურის სწორად გადაწყობით და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებით მომხმარებელმა უკეთესი ფასი მიიღოს,“ — აცხადებს ბერეკაშვილი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გამჭვირვალობის ნაკლებობაა. კომერციული ურთიერთობები ხშირად გაუგებარია, ხოლო სხვადასხვა ტიპის კომერციული და მარკეტინგული გადასახადები — არაგამჭვირვალე და ზოგ შემთხვევაში კომერციულ სტანდარტებსაც კი არ შეესაბამება.

„არსებობს სხვადასხვა ტიპის გადასახადები, რომ რომლებიც არ არის გამჭვირვალე და ზოგჯერ საერთოდ არ ექვემდებარება სტანდარტულ კომერციულ პრაქტიკას,“ — აღნიშნავს ის.

კომისიის შეფასებით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გადახდების დაგვიანებაც, რაც დამატებით ფინანსურ წნეხს ქმნის მთელ ჯაჭვში, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

„მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის გადახდების დაგვიანება. რაც უფრო ქვედა რგოლშია კომპანია, მით უფრო ძლიერია ეს ზეწოლა,“ — ამბობს ბერეკაშვილი და დასძენს, რომ აუცილებელია გადახდების სტანდარტიზაცია, რათა თითოეულმა მონაწილემ ზუსტად იცოდეს პირობები და ვადები.

ამასთან, პრობლემად რჩება ნაშთების არაეფექტური მართვაც. როგორც ბერეკაშვილი განმარტავს, მცირე და საშუალო მწარმოებლებს არ აქვთ საკმარისი წვდომა ნაშთების ბრუნვის მონაცემებზე, რაც მათ საქმიანობის სწორად დაგეგმვას აფერხებს.

„ნაშთების ბრუნვა არ ხდება ეფექტურად და მწარმოებლებს არ აქვთ შესაბამისი წვდომა, რაც დამატებით ხარჯებს წარმოშობს,“ — აცხადებს ის.

კომისიის თავმჯდომარე გამოსავლად სექტორის გაციფრულებას ასახელებს. მისი თქმით, პროცესების გამჭვირვალობა და მონაცემებზე სრულფასოვანი წვდომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფასწარმოქმნის ჯაჭვს.

„აუცილებელია ისეთი მოდელის შექმნა, სადაც პროცესები იქნება გამჭვირვალე, გასაგები და თითოეულ მონაწილეს ექნება წვდომა საკუთარ პროდუქციაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც დღეს დამატებით ხარჯებს ქმნის,“ — ამბობს შოთა ბერეკაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში „შრომის დიდების მემორიალს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
12:44 / 29.04.2026

ქუთაისში „შრომის დიდების მემორიალს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა საპატრიარქო
ტახტის სამი კანდიდატი დაასახელა.
17:16 / 28.04.2026
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა საპატრიარქო ტახტის სამი კანდიდატი დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.