ახალი ამბები
ქუთაისის მერია „ქუთაისქალაქობის“ ღონისძიებებზე 183 500 ლარს დახარჯავს
FaceBook

ქუთაისის მერიამ „ქუთაისქალაქობის“ ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე გამარტივებული წესით შესყიდვა განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 183 500 ლარია განსაზღვრული.


სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ყველაზე მსხვილი ნაწილი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე ნაწილდება.

მათ შორის, 2 მაისს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში დაგეგმილი თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტისთვის (SMP260001235)  55 000 ლარია გამოყოფილი.

ამავე დღეს, 20:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი გალაკონცერტისთვის 70 500 ლარი დაიხარჯება  (SMP260001234). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები, მათ შორის: შვიდკაცა, ალილო, ქართული ხმები, „თეატრალური კვარტეტი“, ტრიო „სამანი“, „New Vision“, ელისაბედ ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე და სალომე ბაკურაძე.

გარდა ამისა, 58 500 ლარით დაფინანსდება  (SMP260001175) 4 მაისს დაგეგმილი კიდევ ერთი კონცერტი, რომელიც ასევე ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართება. სოლო კონცერტს გამართავს მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ვიტალი სამხარაძე, ხოლო მასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ფინეთში მოღვაწე საერთაშორისო მუსიკოსები — მარიან პეტრესკუ და იონას ტური.

"ორმაისობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ქალაქში 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში „ქუთაისქალაქობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილიდან
3 მაისამდე ქალაქის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტის მოძრაობა
ეტაპობრივად შეიზღუდება, რის გამოც შეიცვლება მუნიციპალური
ავტობუსების სვლაგეზებიც.
18:34 / 27.04.2026
ქუთაისში „ქუთაისქალაქობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილიდან 3 მაისამდე ქალაქის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება, რის გამოც შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების სვლაგეზებიც.
წამალი ბავშვებს — ამ მოთხოვნით ქუთაისის ცენტრში აქცია მიმდინარეობს.
17:02 / 25.04.2026
წამალი ბავშვებს — ამ მოთხოვნით ქუთაისის ცენტრში აქცია მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.