ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო
ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებამ ჯერ კიდევ
11 წლის წინ დაგეგმა, საბოლოოდ ახლა იწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ამ 11 წლის განმავლობაში შენობა ნელ-ნელა იბზარებოდა, შესაბამისად,
მის შიგნით გადაადგილება სახიფათო გახდა.
ქუთაისის ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
შენობისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ქუთაისის მერია 2015
წლის გაზაფხულიდან გეგმავდა, რისთვისაც მსოფლიო ბანკისგან სესხის
სახით 1 821 790 ლარის მიღება დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით
ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ რეკონსტრუქციის საკითხი
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის
საფუძველზე შეჩერდა. სამხარაულის ბიუროს 2016 წლის 9 მარტით
დათარიღებულ დასკვნაში წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ავარიულ მდგომარეობაშია და ის რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.
განიხილებოდა ბიბლიოთეკის სხვა შენობაში გადატანის საკითხიც.
ამის შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ქუთაისის საჯარო
ბიბლიოთეკა 2022 წლის 2 აპრილს გაახსენდა. მაშინ რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე
აცხადებდა, რომ შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მიმდებარე
შენობების რეაბილიტაცია მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა 2022 წელს
დაანონსა. მაშინ 18 მილიონამდე ღირებულების ტენდერიც გამოცხადდა,
სადაც შპს "დაგმა" მოიგო. შესაბამისად, როგორც იკვევა, რეაბილიტაციას
საჯარო ბიბლიოთეკასაც შპს „დაგი“ შეასრულებს. ეს ის კომპანიაა,
რომელსაც ბულვარის კეთილმოწყობითი სამუშაოები ჯერ კიდევ გასულ წელს
უნდა დაესრულებინა, რეალურად კი, ბაღში სამუშაოები ახლაც
გრძელდება.
ქალაქის ცენტრში საჯარო ბიბლიოთეკის შენობა თითქმის ორი საუკუნეა
დგას. მისი აშენების თარიღად მე–19 საუკუნის 30–იან წლები სახელდება.
შენობას გასული საუკუნის 70–იან წლებში საცავის კორპუსი მიაშენეს.
ახლა მისი საერთო ფართი 2000 კვ. მ.–ს შეადგენს.
ამავე თემაზე:
10-წლიანი დაპირების შემდეგ, "ოცნება" ქუთაისის
საჯარო ბიბლიოთეკის რესტავრაციას იწყებს
მუშაობა ბიბლიოთეკის ნგრევად შენობაში - ათი წელი
რეკონსტრუქციის მოლოდინში
ქუთაისის მერიაში დღემდე არ იციან როდის დაიწყება 8
წლის წინ დაგეგმილი ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია
მასალის გამოყენების პირობები