პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო განმარტავს ვიზების მიღების ახალ წესებს
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ვიზის მიღების ახალ წესებზე განმარტებას აკეთებს.
როგორც ცნობილი გახდა, 2026 წლიდან შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად ცვლის სავიზო პოლიტიკას საქართველოს მოქალაქეებისთვის. 2 აპრილიდან B1/B2 ტიპის ვიზის განმცხადებლებს შესაძლოა დაეკისროთ 15,000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა, რომლის აუცილებლობასაც საკონსულო ოფიცერი განსაზღვრავს გასაუბრების შემდეგ.

ამასთან, 21 იანვრიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა საიმიგრაციო ვიზების გაცემა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფად მიიჩნევა სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების თვალსაზრისით. თუმცა განაცხადების მიღება და გასაუბრებები კვლავ გრძელდება.

დამატებით, 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საპრეზიდენტო პროკლამაცია №10998 ითვალისწინებს შეზღუდვებს 39 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც შესაძლოა ვიზების გაცემასა და ქვეყანაში შესვლაზე აისახოს.

ასევე, გარკვეული არასაიმიგრაციო ვიზების განმცხადებლებს მოეთხოვებათ სოციალური მედიის ანგარიშების საჯაროდ გახსნა შემოწმების პროცესის გასამარტივებლად.

ამ დროისთვის, მწვანე ბარათის (საიმიგრაციო ვიზების) გაცემა სრულად შეჩერებულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სოფელ კურსებში მეწყრით დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად შეიქმნა
დახმარების ფონდი.
09:03 / 06.04.2026
სოფელ კურსებში მეწყრით დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად შეიქმნა დახმარების ფონდი.
ქუთაისში კორუფციის ფაქტი გამოავლინეს — სამხედრო ჰოსპიტლის ერთ-ერთი
განყოფილების ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა ქრთამის აღების
ბრალდებით დააკავეს.
12:16 / 03.04.2026
ქუთაისში კორუფციის ფაქტი გამოავლინეს — სამხედრო ჰოსპიტლის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.