ახალი ამბები
პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
FaceBook
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ — შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
როგორც მეუფე გიორგიმ განაცხადა, დაკრძალვის ცერემონია 22 მარტს გაიმართება და პატრიარქს მისი სურვილის შესაბამისად სიონში მიაბარებენ მიწას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამძიმრის წერილებს იღებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამენ ქართველი ერის სულიერი ლიდერის გარდაცვალების გამო და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ამ მძიმე პერიოდში.

სამძიმრის წერილებში ხაზგასმულია ილია II-ის განსაკუთრებული როლი ქვეყნის სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე მისი წვლილი მშვიდობისა და თანხმობის განმტკიცებაში.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხატული თანადგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პატრიარქის საერთაშორისო ავტორიტეტსა და მის მნიშვნელობას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვისაც.

17 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქი მასიური სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს იქნა არჩეული. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც მიეძღვნება ილია II-ის
გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
10:57 / 18.03.2026
დღეს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც მიეძღვნება ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
პატრიარქის  გარდაცვალების  გამო, საქართველოში გლოვა
გამოცხადდა.
22:59 / 17.03.2026
პატრიარქის  გარდაცვალების  გამო, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.