ახალი ამბები
სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების სრულფასოვანი შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია
FaceBook
სოფელ კურსებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტი-ში, მეწყრული პროცესების გამო ვითარება კვლავ უცვლელია — სოფლის გზა უკვე მეხუთე დღეა გადაკეტილია.
სტიქიის ზონაში გეოლოგები რჩებიან და ადგილზე აგრძელებენ პროცესის მონიტორინგს.

გარემოს ეროვნული სააგენტო-ს ინფორმაციით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი. სპეციალისტების შეფასებით, ამ დროისთვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის.

როგორც  ტყიბულის მერი დავით კუბლაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგები ადგილზე სისტემატურად მუშაობენ და მიმდინარე პროცესს სწავლობენ, მეწყრული პროცესების გამო სიტუაციის სრულფასოვანი შეფასება ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შეუძლებელია.

,,მეწყრული პროცესების გამო სიტუაციის შეფასება ჯერ-ჯერობით კვლავ შეუძლებელია. გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ ადგილზე და შეისწავლიან მიმდინარე პროცესს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და უაღრესად მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თითოეული თქვენგანის როლი, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობა და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება”,- ამბობს ის. 

12 მარტს ტყიბულის სოფელ კურსებში ჩამოწოლილმა მეწყერმა 10 საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახი.

სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს.

ადგილზე გეოლოგები მუშაობენ და 58 ჰექტარ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ.


ამავე თემაზე:








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში „შრომის დიდების მემორიალს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
12:44 / 29.04.2026

ქუთაისში „შრომის დიდების მემორიალს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა საპატრიარქო
ტახტის სამი კანდიდატი დაასახელა.
17:16 / 28.04.2026
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა საპატრიარქო ტახტის სამი კანდიდატი დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.