პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
FaceBook
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
გამოცემა „ეხოკავკაზას“ ინფორმაციით, ეს ფაქტი რუსულ მედიასთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.

გავრცელებული ცნობით, შეჯახების შედეგად დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია გავრცელდა ასევე გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებაც. თუმცა, ადგილზე გაგზავნილმა მაშველებმა მათი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ შეძლეს, რის გამოც ეს ცნობები არ დადასტურდა.

ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და გაფრთხილება გაავრცელა, რომ დრონის ჩამოვარდნის ადგილის ან მისი ფრაგმენტების აღმოჩენის შემთხვევაში მათ არ მიუახლოვდნენ, არ შეეხონ და დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის უწყებებს.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან დრონები აფხაზეთის ცის სივრცეში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
6 მარტიდან ევროკომისიამ გააუქმა ქართული დიპლომატიური და
სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა.
14:21 / 07.03.2026
6 მარტიდან ევროკომისიამ გააუქმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალების სიახლოვეს ირანული
დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, აეროპორტმა ოპერირება
დროებით შეაჩერა.
13:14 / 07.03.2026
დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალების სიახლოვეს ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, აეროპორტმა ოპერირება დროებით შეაჩერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.