ახალი ამბები
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
FaceBook
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი ნატალია თურქაძე აცხადებს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში იდავებს.
მისი თქმით, უკვე მიმართა სკოლას და გამოითხოვა დისციპლინური საბჭოს მიერ შესწავლილი მასალები, რომლის მიწოდებისთვისაც ადმინისტრაციას შვიდდღიანი ვადა აქვს. 

საქმე  კურსდამთავრებულებისგან მიღებულ საჩუქარს ეხება. ნატალია თურქაძის განმარტებით, გასულ წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დასრულების შემდეგ, 13 ივნისს გამართულ გამოსაშვებ ბანკეტზე, სიურპრიზად გააჟღერეს, რომ ყოფილ დამრიგებელს იტალიის საგზურს ჩუქნიდნენ. თავად იტალიაში 7 ივლისს გაემგზავრა.

მისი თქმით, თუ საჩუქრის მიღება ეთიკურ ნორმებს არღვევდა, დირექტორს შეეძლო ეს საკითხი მაშინვე დაეყენებინა, რადგან ინფორმაცია საჯაროდ, ბანკეტზე გახდა ცნობილი.

გათავისუფლებული პედაგოგის თქმით, 23 თებერვალს დირექტორმა გათავისუფლების ბრძანება გამოსცა, რის შესახებაც თავად მომდევნო დღეს, 24 თებერვალს, სკოლაში ყოფნისას შეიტყო. 

ნატალია თურქაძე ამბობს, რომ  მისთვის გაუგებარია ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტება. 

"გასაგებია მათი პოზიცია,  მაგრამ ამ საკითხს ჩემთან რა კავშირი აქვს? როგორც ვთქვი, ეს ახალგაზრდები იყვნენ კურსდამთავრებულები. ამიტომ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა მათ შეფასებაზე", - ამბობს  პედაგოგი.  

სკოლიდან გათავისუფლებულ პედაგოგს კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. 


ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგის, ნატალია
თურქაძის, მხარდასაჭერად პედაგოგებმა და საზოგადოების
წარმომადგენლებმა ერთიანი პეტიცია შეიმუშავეს.
17:29 / 25.02.2026
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგის, ნატალია თურქაძის, მხარდასაჭერად პედაგოგებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთიანი პეტიცია შეიმუშავეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1-ელ
მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის
სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე
4-5-ბალიანი შტორმი.
16:32 / 25.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.