ახალი ამბები
"საჩუქრების მიღება უნდა დასრულდეს" - რატომ გაათავისუფლეს 36-ე საჯარო პედაგოგი
FaceBook
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მშობლების ნაწილი გათავისუფლებული პედაგოგის, ნატალია თურქაძის  სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

სკოლის დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ აღნიშნული პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად მშობლების მიერ შეგროვებული თანხის მიღება დასახელდა.

შემთხვევა გასული წლის ზაფხულს უკავშირდება, როდესაც ნატალია თურქაძე მშობლების მიერ აკრეფილი თანხით სამოგზაუროდ გაემგზავრა და ამის შესახებ მადლობის პოსტი სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა.

სკოლის დირექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ პედაგოგებისთვის თანხის შეგროვებაზე საუბარი წლებია მიდის, თუმცა კონკრეტული ფაქტი აქამდე არ დადასტურებულა. მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში თავად პედაგოგის მიერ გამოქვეყნებულმა ფეისბუქპოსტმა დაადასტურა ფაქტი, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების დროულობას, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ახალი წლის დღეებში კვლავ გააქტიურდა თანხის შეგროვება. ერთ-ერთმა მშობელმა, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა,  განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა და ფაქტობრივი გარემოებები წარადგინა, რის შემდეგაც საკითხზე  რეაგირება მოხდა.

„გვინდა, რომ ასეთი ფაქტები აღარ იყოს და  ასეთი ფაქტები არ უნდა. მე, როგორც მშობელი, ვგმობ ასეთ ფაქტებს. არანაირად არ შეიძლება ფასიანი საჩუქრების მიღება. აქ არის მშობლების ორი მხარე, ერთი მხარე ამას ჩვეულებრივ ნორმად მიიჩნევს, ხოლო მეორე ამას აპაროტესტებს და დირექციას სთხოვს მიიღოს გადაწყვეტილება",  – ამბოსბ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში  მაია ცქიტიშვილი. 

ცქიტიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის გარკვეულწილად უცნაურია, რომ მშობლების ნაწილი პედაგოგის სკოლაში დაბრუნებას ითხოვს, მაშინ როდესაც თავადვე ჰქონდათ პრეტენზიები თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით.

მასწავლებლის ქცევას   მასწავლებლის  საქართველოს პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვარვს

საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში პირდაპირი ფორმულირებით არ არის გაწერილი პედაგოგის მიერ მშობლებისგან საჩუქრების მიღების აკრძალვა, თუმცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პრინციპები და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი ავალდებულებს პედაგოგს იმოქმედოს მიუკერძოებლად, არ გამოიყენოს პროფესიული სტატუსი პირადი სარგებლისთვის და არ დაუშვას ინტერესთა კონფლიქტი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიას საინფორმაციო მომსახურეობაზე ტელეკომპნია
17:00 / 24.02.2026
ქუთაისის მერიას საინფორმაციო მომსახურეობაზე ტელეკომპნია "იმედთან" 7 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
სამთავრობო ტელეკომპანიები  „იმედი“ და
„POSTV“ დასანქცირდნენ.
14:22 / 24.02.2026
სამთავრობო ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ დასანქცირდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.