ახალი ამბები
უცხოელებს რიგ საქმიანობაზე მუშაობა ეკრძალებათ - მთავრობის მორიგი დადგენილება
FaceBook
საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა.
შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დოკუმენტი 2026 წლის 20 თებერვლით თარიღდება და 2026 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.

დადგენილება განსაზღვრავს:

შრომითი იმიგრანტისა და თვითდასაქმებული უცხოელის შრომითი საქმიანობის უფლებას;

უფლების გაცემის პირობებსა და პროცედურებს;

საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას;

უფლების გაცემაზე ან გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძვლებს;

უფლებების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის წესს.

დოკუმენტით ასევე დამტკიცებულია იმ პროფესიებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც წლიური კვოტები ვრცელდება.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომითი საქმიანობის უფლება აღნიშნულ სფეროებში გაიცემა მხოლოდ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში.

წლიური კვოტები დაწესებულია შემდეგ საქმიანობებზე:

საკურიერო მომსახურება — 0; 

მგზავრთა გადაყვანა — 0;

ტურისტული გიდის მომსახურება — 0; 

სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლი — 200;



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
1989 წლის 9 აპრილი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და
ამავე დროს გმირული დღეა.
11:09 / 09.04.2026
1989 წლის 9 აპრილი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს გმირული დღეა.
სოფელ კურსებში მეწყრით დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად შეიქმნა
დახმარების ფონდი.
09:03 / 06.04.2026
სოფელ კურსებში მეწყრით დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად შეიქმნა დახმარების ფონდი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.