ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს
FaceBook
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიური ეტაპი იწყება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძე ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, გადამოწმების მიზანია ბაზაში დარჩნენ მხოლოდ ის ოჯახები და მოქალაქეები, ვისაც რეალურად ეკუთვნის სახელმწიფო სოციალური დახმარება.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ბაზაში რეგისტრირებულია 185 ათასზე მეტი ოჯახი, მათი წევრების საერთო რაოდენობა კი დაახლოებით 710 ათასს შეადგენს. მათგან ნახევარზე მეტი ფულად შემწეობას არ იღებს, თუმცა სარგებლობს სხვადასხვა სოციალური შეღავათით.

სარჯველაძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა ის ქულის ზღვარი, რომელიც სოციალური შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. მისი თქმით, ეს ზღვარი რომ არ გაზრდილიყო, დღეს დახმარებას დაახლოებით 120 ათასი ოჯახი მიიღებდა, ნაცვლად არსებული 185 ათასისა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოჯახების გადამოწმება ფაქტობრივად არ ხორციელდებოდა. შედეგად, ბაზაში დღემდე რჩებიან ოჯახები, რომელთაც უკვე აღარ სჭირდებათ სახელმწიფო დახმარება.

"ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელთაც საბედნიეროდ აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა. ამავე მიზეზთა გამო, ანომალიური შემთხვევებია, რომელთა რიცხვი არ არის ცოტა. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო 3 თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ან ოჯახია რეგისტრირებული, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა, ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც შეძენილი აქვს იმავე წელს, 2024 წელს გამოშვებული ავტომანქანა.

ფაქტია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლები. ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიურ ფაზას. ჩვენი მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება“,- განაცხადა  მიხეილ სარჯველაძემ. 

მისი თქმით, გადამოწმების პროცესს იწყებს სამინისტროს სსიპ — სოციალური მომსახურების სააგენტო, და მიზანი არის, დახმარება მიიღონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ
განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული
ი.დ. დააკავეს.
12:42 / 20.02.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს.
ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. რამდენიმე
მნიშვნელოვან ინიციატივას უკვე მიმდინარე წელსვე დავიწყებთ.
14:16 / 19.02.2026
ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას უკვე მიმდინარე წელსვე დავიწყებთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.