ახალი ამბები
"ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს "
FaceBook
ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას უკვე მიმდინარე წელსვე დავიწყებთ.
- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქუთაისში მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, ხოლო წლის მეორე ნახევარში ქუთაისში ახალი მშენებლობების მორიგი ეტაპი დაიწყება. 

"დღეს ადგილზე დავათვალიერეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ხორციელდება. ვისაუბრეთ ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმებზეც - ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს", - აღნიშნა მინისტრმა. 

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, საერთო ტერიტორიის კეთილმოწყობას,  მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას ითვალსწინებს.

პარკში ასევე მოეწყობა  ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები.განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული როგორც ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის, ისე  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე  პირებისთვის.

პარკის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვიტარების ფონდი ახორციელებს.

ქუთაისის 1957 წელს დაარსებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში,  საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ,  რეაბილიტაცია მხოლოდ საფეხმავლო ზონას ჩაუტარდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
15:28 / 16.08.2026

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.