ახალი ამბები
პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე 400 მლნ დოლარის გადახდის აღსრულება შეაჩერა
FaceBook
"პუბლიკის" ინფორმაციით, პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კომპანია „ენკას“ (Enka Renewables LLC) სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა,
მაგრამ ქართული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

სარჩელში საქართველო მიუთითებდა, რომ დიდი ოდენობის თანხის დაუყოვნებელი გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზულად დააზარალებდა და სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების შესრულებაზე აისახებოდა. სწორედ ამიტომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს მოთხოვნა აღსრულების შეჩერების თაობაზე.

„სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ Enka წარმოადგენდა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ კომპანიას და აღარ ახორციელებდა არსებით კომერციულ საქმიანობას ან არ ფლობდა მნიშვნელოვან აქტივებს. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ თუ გადაწყვეტილება საბოლოოდ გაუქმდებოდა, უკვე გადახდილი თანხის დაბრუნება რთული ან შეუძლებელი იქნებოდა“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ნამახვანჰესის საქმეზე არბიტრაჟის მიერ საქართველოსთვის დაკისრებული 400 მილიონი დოლარის გადახდის აღსრულება მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ საკითხზე პარიზის სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

კომპანია „ენკამ“ საქართველოს ხელისუფლებასთან 2019 წელს გააფორმა შეთანხმება, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარი იყო.

„ნამახვანის“ პროექტს ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მხრიდან. 2021 წელს „ენკამ“ შეწყვიტა ხელშეკრულება, სადაც სხვადასხვა დარღვევასა და პროექტის შესრულების შეუძლებლობაზე მიუთითებდა.

2022 წელს „ენკამ“ დაიწყო საარბიტრაჟო დავა, რათა მოეთხოვა კომპენსაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაცემული აქტივების ღირებულებისთვის. 2024 წლის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს 400 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ. ამის შემდეგ კომპანია „ენკამ” პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისა და საფრანგეთში მისი აღსრულების ნებართვის მისაღებად მიმართა. საქართველომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება გაუქმების მოთხოვნით და ამავდროულად მოითხოვა აღსრულების შეჩერება.

ამავე თემაზე:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. რამდენიმე
მნიშვნელოვან ინიციატივას უკვე მიმდინარე წელსვე დავიწყებთ.
14:16 / 19.02.2026
ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას უკვე მიმდინარე წელსვე დავიწყებთ.
17:01 / 18.02.2026
"რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები", - ამაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს ისაუბრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.