ახალი ამბები
"ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" - როგორ გადანაწილდა მიმართულებები უნივერსიტეტებში
FaceBook
სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღება ახალი პრინციპით — „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ — გამოცხადდება.
ამის შესახებ "ქართული ოცნების" განათლების მინისტრმა გივი მიქანაძე მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა და განმარტა, რომელ უნივერსიტეტში რომელი მიმართულება დარჩება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს
ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.

შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ“, -განაცხადა გივი მიქანაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
14:26 / 16.02.2026

ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობის ნგრევა დაიწყო.

ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგუბერნიო ციხის
ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან
დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს და ქუთათელ-გაენათის ეპარქიას
განცხადებით მიმართავს.
15:49 / 15.02.2026
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს და ქუთათელ-გაენათის ეპარქიას განცხადებით მიმართავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.