ახალი ამბები
"ვთხოვდი, არ დაეძაბა ვითარება" - კახა ნურალიძე კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე
FaceBook

ქუთაისში, კლინიკა „უნიქალ მედში“ დღეს  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს კლინიკის დირექტორი კახა ნურალიძე.


მისი თქმით, იყო პროვოკაციული ქმედება, ხოლო მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები — უსაფუძვლოა.

ნურალიძე აცხადებს, რომ კლინიკა წარმატებულად ფუნქციონირებს და მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი გარკვეული პირებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„ველოდით პროვოკაციას, თუმცა მსგავსი მასშტაბის ფაქტი წარმოუდგენელი იყო. გაოგნებული ვართ. ჩემს მიმართ გავრცელებული ბრალდებები აბსურდული და უსაფუძვლოა. კლინიკა ვითარდება, დამტკიცებულია რეაბილიტაციის გეგმა და მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ეს ზოგიერთს არ მოსწონს და სურთ ძველი, კორუფციული სქემების დაბრუნება, თუმცა მკაფიოდ ვაცხადებ — ეს აღარასოდეს განმეორდება“, —  განაცხადა ნურალიძემ.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტს შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ და დამატებითი დეტალები საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.
ნურალიძე განმარტავს, რომ კლინიკაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი და ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებებს. მისი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რეორგანიზაციის ფარგლებში დაინიშნა გამოცდილი კადრი, რაც აღნიშნულმა თანამშრომელმა უარყოფითად აღიქვა გაურკვეველი მიზეზების გამო.

„მე არ მსურდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და ვთხოვდი, არ დაეძაბა ვითარება, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ასევე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ადგილი ჰქონდა მძიმე თვითდაზიანებასა და ქირურგიულ ჩარევას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული პირი ამ დროისთვის კლინიკაში არ იმყოფება“, — განაცხადა ნურალიძემ.

მისივე თქმით, ეთიკის კომიტეტი იმსჯელებს, რამდენად შეესაბამება აღნიშნული თანამშრომელი დაკავებულ თანამდებობას.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, „უნიქალ მედ“ მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ საგამოძიებო პროცესთან და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, კლინიკა „უნიქალ მედში“, ექიმის შესაძლო თვითდაზიანების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რასაც წინ კლინიკის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება უძღოდა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის
დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.
16:34 / 06.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.