ახალი ამბები
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
FaceBook
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.


სააგენტოს ინფორმაციით, ინდმეწარმე ზ. გ. (მის: ჩეხოვის ქ. №4) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ახდენდა სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ ჰქონდა რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა სურსათი, რომელიც მზადდებოდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით.

" დარღვევები გამოვლინდა ვასაძის ქუჩა N8-ში მდებარე ყველის საწარმოშიც, სადაც ინდმეწარმე ზ. კ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. საწარმოში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა-დეზინფექცია, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ობიექტზე დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი, დაილუქა მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

იმერეთის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ორი არალეგალური საწარმო მიმდინარე წლის იანვარშიც გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი
ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
12:43 / 04.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
შსს-ს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და
რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ
სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს.
11:47 / 03.02.2026
შსს-ს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.