ახალი ამბები
"გაზზე გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით"- ენერგოომბუდსმენი
FaceBook
"ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა"- ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გაზზე გაზრდილი გადასახადების მოსვლის გამო მოქალაქეების განცხადებებს ეხმაურება.

"ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მოგვმართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველ რიგში, დამცველის სამსახური განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა. გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:

მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა;
მრიცხველის ტექნიკური დაზიანება;
კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი;
ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მომართვის შემთხვევაში:
დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა;
შეფასდება დარიცხვის კანონიერება;
ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეგიწყდებათ სადაო თანხის გადაუხდელობის გამო — დავის დასრულებამდე.

მოგვმართეთ შეტყობინებით ან ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

• ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა №27ბ
• ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქუჩა №16
577149912; 591494949; 577222281; 577310073
• ქ. თელავი, ერეკლე მეორის ქუჩა №16
591075031
• ქ. ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა №10
591 22 88 22
• ცხელი ხაზი (+995 32) 2 42 01 90

ჩვენი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სამართლიანი გადაწყვეტა",- აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ. მეტიც, ზოგის თქმით, გადასახადი თითქმის გაორმაგებულია.

"სოკარ ჯორჯიას" გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა
წყალმომარაგების კომპანიამ“, ქუთაისში, წყალმომარაგებისა და
წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა.
14:48 / 30.01.2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“, ქუთაისში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა.
ირაკლი კობახიძე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით,
მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში, საქართველოში
მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
14:36 / 30.01.2026
ირაკლი კობახიძე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში, საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.