ახალი ამბები
ქუთაისში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა
FaceBook
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“, ქუთაისში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა.

ჩატარებული ტექნიკური შემოწმებების შედეგად, ქალაქში მოქმედ რამდენიმე სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტები წყალმომარაგების ქსელზე კანონის დარღვევით იყვნენ მიერთებულნი, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, ქსელში წნევის ვარდნას და ზრდიდა სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს.

"მსგავსი ქმედებები აზიანებს როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, ისე კეთილსინდისიერ მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვა ხორციელდება მხოლოდ ტექნიკური შემოწმებით დადასტურებული უკანონო დაერთების შემთხვევაში და სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

კომპანიამ კომერციულ ობიექტებს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთის ვადა გასული წლის დეკემბრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნები ყველა შემთხვევაში არ შესრულდა. შედეგად, ქსელის სტაბილური ფუნქციონირების, წყლის რესურსის სამართლიანი განაწილებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათთვის წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს, რომ უკანონო დაერთებების წინააღმდეგ ღონისძიებები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებსა და ბიზნესს მოუწოდებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისით კანონიერად და პასუხისმგებლობით ისარგებლონ",- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში 22 მარტს მოქალაქეები ერთიანობასა და დემოკრატიის
მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.
17:33 / 16.03.2026
ქუთაისში 22 მარტს მოქალაქეები ერთიანობასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.
პარლამენტში ინიცირებულია “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში
ცვლილება, რომლის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში სწავლას
შეძლებენ ბავშვები,
17:01 / 16.03.2026
პარლამენტში ინიცირებულია “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში სწავლას შეძლებენ ბავშვები,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.