ახალი ამბები
თერჯოლის სოფელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს
FaceBook
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ფრინველი (ქათამი).

ამასთან, ინდმეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტად ახორციელებენ.

ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უკვე ეცნობა",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნით, ბაზრის მთავარი
პრობლემა არა გადაჭარბებული მოგებაა, არამედ არაეფექტური საოპერაციო
ხარჯები.
13:05 / 01.05.2026
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნით, ბაზრის მთავარი პრობლემა არა გადაჭარბებული მოგებაა, არამედ არაეფექტური საოპერაციო ხარჯები.
ქუთაისში „შრომის დიდების მემორიალს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
12:44 / 29.04.2026

ქუთაისში „შრომის დიდების მემორიალს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.