ახალი ამბები
ქუთაისის ბიუჯეტი 44 485 200 ლარით გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 44 485 200 ლარით გაიზარდა.

2026 წლის ბიუჯეტში ცვლილება ქალაქის საკრებულოს რიგით მე-4 სხდომაზე მიიღეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილების მიღება შესაძლებელი გახდა ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნაშთიდან ქალაქისთვის გამოყოფილი თანხის - 33 535 500 ლარის გათვალისწინებით.

"თანხა გადანაწილებული იქნა პრიორიტეტების მიხედვით: ინფრასტრუქტურის განვითარება -23 270 800 ლარი, დასუფთავება და გარემოს დაცვა- 5 550 400 ლარი, განათლება - 1 919 000 ლარი, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 2 355 300 ლარი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 300 000 ლარი, მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები- 140 000 ლარი.

ამავე დროს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან, ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი იქნა 10 879 600 ლარი, საიდანაც გზებისა და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებაზე დაიხარჯება 507 700 ლარი, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე - 4 648 700 ლარი, საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობაზე - 1 681 100 ლარი, სკვერების რეაბილიტაციაზე - 2 796 000 ლარი, სპორტული მინი-მოედნების მშენებლობისთვის კი 85 700 ლარია განსაზღვრული",- განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

განხორციელებული ცვლილების შედეგად, ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტი 169 610 000 ლარს შეადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.