ახალი ამბები
26 იანვრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-25 იანვარს, საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.


კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, +6, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო), 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური), 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო), 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +14 +16 გრადუსი დაფიქსირდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ამინდი
მსგავსი სიახლეები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების
მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი
აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო
მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.
16:29 / 31.07.2026

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი
დააკავეს.
10:36 / 30.07.2026

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.