ახალი ამბები
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მაღაროელების საქმეზე დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
FaceBook
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მაღაროელების საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

დღეს სასამართლომ ჭიათურის პროტესტის მონაწილე 4 მაღაროელის სისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი განაჩენი დაადგინა: მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს კი 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და არ ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეპიზოდს, რომლის გამოც დაკავებულებს მსჯავრი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის დაედოთ, ადგილი ჰქონდა ჭიათურაში მიმდინარე ხანგრძლივი პროტესტის ფარგლებში, რომელიც დღემდე გრძელდება. გასული წლის მარტიდან “ჯორჯიან მანგანეზმა”, რომელიც იმ დროისთვის 3500-მდე მაღაროელს ასაქმებდა, მშრომელებისთვის ხელფასის გადახდა შეწყვიტა, რის გამოც მთელი ჭიათურა ჰუმანიტარული კატასტროფის რეალობაში, პრაქტიკულად შიმშილის პირას აღმოჩნდა. მაღაროელები და მათი მხარდამჭერები სწორედ კომპანიის ამ ნაბიჯს აპროტესტებდნენ და მაღაროებში სამუშაოების აღდგენას ითხოვდნენ.

სასამართლომ არც ერთ ეტაპზე არ მიიღო მხედველობაში საქმის კონტექსტი და ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული შუქრუთის მაღაროს დირექტორია, რომელიც, თავის მხრივ, დასაქმებულების პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი იყო, ხოლო მაღაროელებსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის, სიტყვიერ დაპირისპირებას ვითარების სპონტანური ესკალაცია მოჰყვა, რომლის ფონი რამდენიმეთვიანი უსამართლობის და ჩაგვრის განცდა იყო.

ჩვენ სააპელაციო სასამართლოს წარვუდგენთ პოზიციას და გავაგრძელებთ მერაბ სარალიძის და, ზოგადად, მაღაროელების უფლებების დაცვას. ეს საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს "ქართული ოცნების" პოლიტიკას, რომელიც მშრომელთა სოციალური პროტესტის საპასუხოდ სისხლის სამართლის სისტემის გამოყენებით ცდილობს წინააღმდეგობის დათრგუნვას",- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფოტო: მაუწყებელი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის
ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო
პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით
იმუშავებს.
17:07 / 20.01.2026
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების
დეპარტამენტმა, სამტრედია-ზუგდიდის გზის მშენებლობისათვის პროექტის
მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
16:19 / 20.01.2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამტრედია-ზუგდიდის გზის მშენებლობისათვის პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.