ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო, ქუთაისში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეჩერდა
FaceBook
დიდთოვლობის გამო, ქუთაისში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე ეტაპი შეჩერებულია.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ის პირები, ვისაც დღეს უწევდათ გამოცდაზე გასვლა, ისარგებლებენ სპეციალური შეღავათებით.

კერძოდ, ის პირები, ვისაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ეწურებათ 30 კალენდარული დღე, გამოცდაზე გასვლის უფლებით სარგებლობას 2026 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეძლებენ;

"ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება, გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ და გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში.

კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ",- განმარტავენ მომსახურების სააგენტოში.

თოვლმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება, დასავლეთ საქართველოში 2 იანვრამდე შენარჩუნდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში, ქვათაცვენის
პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა.
11:32 / 12.02.2026
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში, ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა.
შსს-ს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
10:38 / 11.02.2026
შსს-ს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.