ახალი ამბები
"დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს"
FaceBook
დასავლეთ საქართველოში, ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, აეროპორტის შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს, ხოლო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ინტენსიურად იწმინდება.

"დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში სრულდება. გამთენიისას არ შესრულდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა.

უამინდობის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის დროებით შეჩერების შედეგად, ბროწეულას რკინიგზის სადგურთან მყოფი 12 მგზავრის ტრანსპორტირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს",- განმარტავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

თოვლმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება, დასავლეთ საქართველოში 2 იანვრამდე შენარჩუნდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დიდთოვლობის გამო, ქუთაისში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე ეტაპი
შეჩერებულია.
16:41 / 29.12.2025
დიდთოვლობის გამო, ქუთაისში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე ეტაპი შეჩერებულია.
31 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილი საახალწლო
ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სცენისა და
საახალწლო დეკორაციების მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, აღმაშენებლის
სახელობის მოედანზე (გელათის ქუჩა, კოლუმბია-მისურის ქუჩა,
ფალიაშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა) საავტომობილო მოძრაობა და
პარკირება დროებით შეიზღუდება.
15:41 / 29.12.2025
31 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სცენისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, აღმაშენებლის სახელობის მოედანზე (გელათის ქუჩა, კოლუმბია-მისურის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა) საავტომობილო მოძრაობა და პარკირება დროებით შეიზღუდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.