ახალი ამბები
"დილიდან ვმუშაობთ, არ გვიფიქსირდება ისეთი ლოკაცია, სადაც გადაადგილება ვერ ხერხდებოდეს" - "სპეციალური სერვისები"
FaceBook
ქუთაისში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისებში" (რომელიც უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრაზეა პასუხისმგებელი) ამბობენ, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. 


როგორც "ქუთაისიპოსტთან" ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი მჟავანაძემ განმარტა, მობილიზებულია რამდენიმე ერთეული თოვლმწმენდი სპეციალური ტექნიკა და გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, გადაადგილება, ქალაქის მასშტაბით, დაუბრკოლებლად ხდება.

"გასულია რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. ძირითადად ყურადღება გვაქვს გადატანილი ისეთ ლოკაციებზე, რომელიც რელიეფურად უფრო რთული მისადგომია. ყველა საჭირო რესურსი გაგვაჩნია, მათ შორის ტექნიკური მარილი, ასევე ტექნიკური ბაზა და დილიდან ვმუშაობთ.

ამ წუთას, არ გვიფიქსირდება ისეთი სიტუაცია, სადაც მდგომარეობა საფრთხის შემცველია ან გადაადგილება ვერ ხერხდებოდეს. როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 5 დღე იქნება ინტენსიური თოვა, შესაბამისად, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასული",- განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 დეკემბერს, სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, უმეტესად, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
10:05 / 29.12.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, უმეტესად, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების
გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა.
09:58 / 29.12.2025
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.