ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების
გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა.
კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი
(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთსა და
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 (ორბელის უღელტეხილი)
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის
გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა)
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 დეკემბერს, სანაპირო
რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ელჭექთან ერთად,
შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა,
ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
"დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და
ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე
შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს
(საფრთხის დონე მაღალი)",- განმარტავენ გარემოს სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები