ახალი ამბები
ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ქარი, ნისლი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს, საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.


ამასთან, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.

29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.

"დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ამინდი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო
ღონისძიებები გაიმართება.
13:01 / 26.12.2025
ქუთაისში, 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის თავჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივ
თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად
აირჩიეს.
20:40 / 25.12.2025
ქუთაისის მუნიციპალიტეტის თავჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.