ახალი ამბები
დაკავებული მაღაროელები პატიმრობაში რჩებიან - მორიგი სასამართლო სხდომა 29 დეკემბერს ჩაინიშნა
FaceBook
ჭიათურაში, პროტესტისას დაკავებულების სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გადაიდო.

24 დეკემბრის სხდომაზე დაცვის მხარემ შემაჯამებელი სიტყვა თქვა.

დაკავებულების ადვოკატთა გამოსვლები ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც, სასამართლოს პატიმრების პოზიციებიც უნდა მოესმინა, თუმცა, მოსამართლე თამარ მზანაშვილმა, ამ ნაწილისთვის, მორიგი სხდომა 29 დეკემბერს ჩანიშნა.

დამატებითი რეპლიკების დასამუშავებლად დრო მიეცა პროკურატურის მხარესაც.

"გაოგნებული ვარ იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ ყველანაირი მტკიცებულება, ფაქტები დადო არა მხოლოდ იმის, რომ ეს ბიჭები უსამართლოდ არიან პატიმრობაში, ასევე ხაზგასმით მიუთითა პროკურატურის მიერ წარდგენილ მოწმეებზე, მათი ჩვენებების შეუთავსებლობაზე, ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსზე, რაღაც მომენტში განცდაც კი შემექმნა, რომ მოსამართლე დაფიქრდებოდა, გადახედავდა არსებულ მდგომარეობას და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას. შეეძლო, გამოეშვა ბიჭები დღეს და თავიანთ ოჯახებთან ერთად შეხვედროდნენ ისინი ახალ წელს, შობას, მაგრამ ამის საპირისპიროდ, თითქოს ეს ბიჭები მიიმალებიან და განმეორებით ჩაიდენენ დანაშაულს,  პატიმრობაში დატოვა.

გადაიდო სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს. ასევე ჩანიშნულია 14 იანვარს და ალბათ, ამ დღეს, ძველით ახალ წელს, გამოცხადდება საბოლოო განაჩენი",- ამბობენ მაღაროელები.

ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 29 აპრილს დააკავეს. პროკურატურა მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმას ედავება - ჭუმბურიძეს და გველესიანს 4-დან 6 წლამდე, ხოლო სარალიძეს და ნეფარიძეს, თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის
დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.
16:34 / 06.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.