ახალი ამბები
ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-3 სხდომაზე ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

მერის მოადგილის, დავით ნიშნიანიძის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 125 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მისივე თქმით, ფინანსური ზრდა გათვალისწინებულია, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალურ მიმართულებით. ცვლილება არის კულტურის, განათლების და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაშიც.

დავით ნიშნიანიძის განცხადებით, 2026 წელს დაგეგმილია შიდა გზების რეაბილიტაცია, ასევე ფასადების, სკვერების და მინი სტადიონების კეთილმოწყობა. გარკვეული სამუშაოები განხორციელდება საყრდენი კედლების მშენებლობისთვის.

მისივე თქმით, ასევე მომდევნო წელს დამატებით მოხდება ავტობუსების შეძენა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის
დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.
16:34 / 06.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.