ქუთაისში, პიროტექნიკის ნაწარმის უნებართვოდ, ლიცენზიის გარეშე
რეალიზაციისთვის, მოვაჭრეები 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.
ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური
ავრცელებს.
"ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის
თანამშრომლები რეალიზატორებისთვის და მომხმარებელთათვის ინფორმაციის
მიწოდებას აქტიურად ახორციელებენ.
ინსპექციის წარმომადგენლებმა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მიზნით, გარემოვაჭრეებს პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების
წესები და რეალიზაციის პირობები გააცნეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები