ახალი ამბები
გაზრდილი თანხა და სამუშაოს დასრულების ვადები - რა ეტაპზეა ქუთაისში საგამოფენო სივრცის მოწყობა
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობის დასრულების თარიღმა მერვედ გადაიწია.

ხელშეკრულებაში შესული მე-15 ცვლილების მიხედვით (რომელიც 8 დეკემბერს შევიდა), სამუშაოების შესრულების ვადა კიდევ 40 დღით გახანგრძლივდა და ის 2026 წლის 1 იანვარს უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი 2026 წლის 1-ელი მარტია მითითებული.

გაზრდილია ხელშეკრულების ღირებულებაც და ის 5 მილიონ 230 932 ლარს შეადგენს. აქედან, მერიას კომპანიისთვის 90% - 4 696 809 უკვე გადახდილი აქვს.




ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას, საგამოფენო სივრცის მოწყობა 3 წელზე მეტია, მიმდინარეობს. სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და 2023 წლის თებერვალს უნდა დასრულებულიყო. როგორც წესი, ვადებში სამუშაოების შესრულება არ მოხდა. შესაბამისად, მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში გადავადებაზე 7 ცვლილება (საერთოდ 14 ცვლილება) განხორციელდა. პირველი ცვლილებით, სამუშაოების დასრულების ვადად, 2023 წლის თებერვლის ნაცვლად, 2023 წლის აპრილი განისაზღვრა, მერე გასული წლის დეკემბერი, შემდეგ მიმდინარე წლის ოქტომბერი და 2 ნოემბერი, ახლა კი 22 ნოემბერი.

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ტენდერი [NAT220012810] 2022 წლის ივლისში გამოცხადდა. სამუშაოების ამ დრომდე გაჭიანურების მიზეზი პროექტში შესული ცვლილებები გახდა, რაც ობიექტის მდგრადობის თავიდანვე არ შესწავლით, შემდეგ კი საგამოფენო სივრცისთვის გამოსაყენებელი მუზეუმის შენობის სამივე ფასადის დაშლით არის გამოწვეული. იმის გამო, რომ შენობის მდგრადობაზე ექსპერტიზის ჩატარება, მერიაში, გვიან, სარეაბილიტაციო სამუშაოების შუა პროცესში, პროტესტის შემდეგ მოაფიქრდათ, შპს „ნს-სტუდიას“ როგორც კონსტრუქციულ, ასევე არქიტექტურულ ნაწილში, პროექტის შეცვლა მოუწია.

დაშალეს მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედელი, რომელთა გამოყენებითაც (თავდაპირველი პროექტით) უნდა აშენებულიყო მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე. ამიტომ, სამშენებლო კომპანია „ართვინ ჯორჯიას“ ახალი კედლების აშენება მოუწია, რომელშიც მუზეუმის შენობის დაშლილი ფასადების შემონახული დეტალები და ორნამენტები გამოიყენა.

მუზეუმის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე, საგამოფენო სივრცის მოწყობას კომპანია "ართვინ ჯორჯია" 5 230 932 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. აღნიშნული საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტია, რომელიც რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი მოხდება.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი
უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა.
11:20 / 23.12.2025
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს
საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 24
დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
10:08 / 23.12.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.