ახალი ამბები
24 დეკემბრიდან, საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო), 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს, 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს ზოგან ნალექია მოსალოდნელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ამინდი
მსგავსი სიახლეები
დღეს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები
პატრიარქს შეხვდნენ და დაავადებული ბავშვების მკურნალობის,
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის
საკითხებზე ესაუბრნენ.
18:07 / 19.05.2026
დღეს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები პატრიარქს შეხვდნენ და დაავადებული ბავშვების მკურნალობის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის საკითხებზე ესაუბრნენ.
გელათის მეცნიერებათა აკადემიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
14:07 / 19.05.2026
გელათის მეცნიერებათა აკადემიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.