ახალი ამბები
24 დეკემბრის სასამართლო პროცესზე, ჭიათურაში დაკავებულები და მათი ადვოკატები საბოლოო სიტყვას იტყვიან
FaceBook
24 დეკემბერს, ჭიათურაში დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მაღაროელები და მათი უფლებადამცველები საბოლოო სიტყვას იტყვიან.
პროცესი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 11:30 საათზე დაიწყება.

მაღაროელები, რომლებიც თვეებია უწყვეტ პროტესტში არიან ამბობენ, რომ ამ დღეს სასამართლოზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღაროში დასაქმებულებისთვის.

"განსაკუთრებით მოგმართავთ მაღაროელებს — მობრძანდით და დაესწარით პროცესს, რათა საკუთარი ყურით მოისმინოთ, რას იტყვიან ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ბიჭები. მათ ახლა თქვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ.

აქვე გიზიარებთ ანგარიშის ნომერს. მოვახდინოთ თანხების მობილიზება აუცილებელი საჭიროებებისთვის, საწვავისთვის და ბიჭებისთვის. მხარდაჭერა უსამართლოდ დაკავებულ ბიჭებს. #GE40BG0000000604733786GEL",- ამბობენ ისინი.

მაღაროელები: მერაბი სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი, 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები ცხრა თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა ოთხი დაკავებულის გათავისუფლებაც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, რეალიზაციისა და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი
პირი დააკავეს.
11:34 / 22.12.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, რეალიზაციისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, უმეტესად, წვიმიანი ამინდი იქნება.
11:19 / 22.12.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, უმეტესად, წვიმიანი ამინდი იქნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.