ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით, ავტომაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა
FaceBook
მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ავტომაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს. აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” - დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინიავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები.

"ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვები ახალი არ არის, განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მოქმედებს 2013 წლიდან. ახალი საგზაო ნიშნების განთავსება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მძღოლებმა აღნიშნული წესების შესახებ ინფორმაცია მიიღონ წინასწარ, თვალსაჩინოდ და გასაგებად.

ამასთან, მძღოლებს ვაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას.

გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ საგზაო ნიშნებს და გაითვალისწინოთ მოქმედი წესები",' - აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო
200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ
ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და
სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
16:29 / 22.06.2026

საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების
ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე
კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე
ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
13:00 / 22.06.2026

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.