ახალი ამბები
შახტასა და მაღაროში დასაქმებულებს, რომლებიც წელს გათავისუფლდნენ და კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი შეუნარჩუნდებათ
FaceBook
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.

შესაბამისად, ისინი საპენსიო ასაკამდე, სახელმწიფო გასაცემელს მიიღებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სიახლით ისარგებლებენ, მათ შორის, ჭიათურაში მოქმედ მანგანუმის საბადოებში დასაქმებულები, რომლებსაც კომპანიაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რეორგანიზაცია შეეხოთ, თუმცა, მოგვიანებით, იმავე ან მსგავს სამუშაოზე დასაქმდნენ, იმავე ან სხვა კომპანიაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცვლელი რჩება თავად სამუშაო სტაჟის ჯამური ოდენობა - 10 წელი, რაც სახელმწიფო გასაცემლის მიღების წინაპირობაა.

"სამუშაო სტაჟის დაანგარიშებისას, მხედველობაში მიიღება ფაქტობრივად ნამუშევარი პერიოდი, რომელიც მოიცავს გათავისუფლებამდე და ხელახლა, დასაქმების შემდგომ დროს ერთად",- განმარტავენ უწყებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს სრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის
ცერემონია.
09:41 / 22.03.2026
დღეს სრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონია.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებულმა პედაგოგმა სასამართლოში
დავა დაიწყო.
09:56 / 20.03.2026
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებულმა პედაგოგმა სასამართლოში დავა დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.